ფორუმი
October 23, 2014, 06:38:13 AM *
გამარჯობათ, სტუმარო. გთხოვთ შემოხვიდეთ ან დარეგისტრირდეთ.
Did you miss your activation email?

შესვლა პაროლით, სახელით და სესიის ხანგრძლივობით
სიახლე:
 
   Iveria.org.ge   ძებნა შესვლა რეგისტრაცია  
გვერდები: 1 ... 8 9 [10] 11
  დაბეჭდვა  
ავტორი თემა: ქართული გვარ-სახელები  (წაკითხვების 37764 რაოდენობა)
ninuka
Hero Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 6014



« პასუხი #135 ჩართულია: September 08, 2008, 03:10:00 PM »

მე ვარ თამთა მანძულაშვილი  თუ გაქვთ ინფორმაცია ამ გვარ-სახელზე მითხარით Grin

მანძულაშვილი – ახალციხე (სოფ.), გორი, ვახტანგისი, ზეღდულეთი, კასპი, კვარხეთი, რეხა, სამთავისი, სვენეთი


აი მარტო ეს ვნახე


შესული

გამოდის რომ უფალი უკეთესს გვიმზადებს, ჩვენ კი ვზრახავთ ადამიანურად.
ada
Sr. Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 514



« პასუხი #136 ჩართულია: September 08, 2008, 08:57:31 PM »

ჩემი გვარია გოგილავა ვერ ვიპოვე ისტორია ვიცი რომ ძირითადად ზუგდიდში ცხოვრობენ ასევე აფხაზეთშიც ყოფილან ხომ არ იცით რაიმე ამ გვარის წარმომავლობის შესახებ?
შესული
ninuka
Hero Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 6014



« პასუხი #137 ჩართულია: September 08, 2008, 09:53:53 PM »

გოგილავა – ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩქვალერი, აბასთუმანი, ლია, ხობი
 
აი ეს იყო მხოლოდ :Smiley
შესული

გამოდის რომ უფალი უკეთესს გვიმზადებს, ჩვენ კი ვზრახავთ ადამიანურად.
ada
Sr. Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 514



« პასუხი #138 ჩართულია: September 09, 2008, 09:08:57 AM »

მადლობთ ნინუკა Kiss
შესული
ნათია...
Hero Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 9128



« პასუხი #139 ჩართულია: October 29, 2008, 01:28:20 PM »

ქართული გვარები

ქართველები ერთ-ერთი უძველესი ხალხია მსოფლიოში, მისი ჩამოყალიბების ზუსტი თარიღი არავინ იცის. ასევე ძველთაგანვეა წარმოშობილი ქართული გვარები. საქართველოში ზოგიერთი უძველესი გვარი ადამიანთა გეოგრაფიულ-პოლიტიკური მდგომარეობის მიხედვით შეიქმნა. მაგალითად, კასპის რაიონში, დუშეთში არსებობს ყორანაანთ გორა. ეს სახელი იმას გვეუბნება, რომ იქ ყორანაშვილები ცხოვრობდნენ. ჩეკურაანთ გორა ჩეკურიშვილების საცხოვრებელ ადგილს მიგვანიშნებს და ა.შ.

პირველი გვარი VI საუკუნეში ჩანს. ესაა ფარტაძე. ფარტაზი კოლხეთში ერისმთავარი იყო და ივ. ჯავახიშვილის მიხედვით მისგან იწარმოა გვარი ფარტაძე. სხვათაშორის, ეს არის პირველი გვარი, რომელიც უცხოურ წყაროებშიც მოიხსენიება VI საუკუნიდან. VII საუკუნეში გვარები რიცხობრივად იზრდება და ქართლის ცხოვრებაში მეშვიდე საუკუნის პირველ ნახევარში უკვე გვაქვს ცნობა იმის შესახებ, რომ ქართლში ჩატარდა მოსახლეობის გვარობითი აღწერა და ეს მასალა გაიტანეს საბერძნეთშიც. VII საუკუნის მეორე ნახევრიდან გვხვდება გვარები: გრძელისძე, დაფანჩული (სხვათა შორის, შემდგომში მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ დაფანჩულიდან მომდინარეობს გვარები ფანჩვიძე, ფანჯავიძე, ფანჩულიძე, ფანცულიძე). შემდეგ უკვე გვარები მატულობს. VI-VIII საუკუნეებში ძირითადად გვაქვს გვარები ადგილების, ტოპონიმების* მიხედვით. ლიქოკელი მიგვანიშნებს, რომ ესა თუ ის ადამიანი ლიქოკიდან არის. კეჩხობიდან რომ წამოვიდა კაცი და სხვაგან დასახლდა, გვარად კეცხოველი გახდა, ქსოვრისიდან წასული გახდა ქსოვრელი, სოფელ წერეთიდან წასული - წერეთელი და ა.შ. ანუ პირველი ქართული გვარები დაბოლოვებული იყო ელ-ი სუფიქსით, რაც სადაურობას აღნიშნავს.

X-XI საუკუნიდან წყაროებში მოხსენიებულია ეთ-ი სუფიქსით დაბოლოებული გვარები. მაგალითად, თამარაშვილები ადრე ყოფილან თამარეთი, ბაბუნაშვილები - ბაბუნეთი, დავითაშვილები - დავითეთი... არსებობს აგრეთვე სოციალური მდგომარეობის აღმნიშვნელ ფუძიანი გვარები. მაგალითად, შემდეგი გვარები: შათირიშვილი, ვეზირიშვილი, კანდელაკი, დიაკვნიშვილი, მღვდლიაშვილი, დურგლიშვილი, მგალობლიშვილი და სხვ. გვარებიცა და დასახელებული პუნქტებიც ეთ-ი სუფიქსით ბოლოვდებოდა: თელეთი, ოზურგეთი. ეს სუფიქსები დასახელებულ პუნქტებს შემორჩა, გვარებში კი მათი ადგილი დაიკავა დასავლეთ საქართველოში „ძე“, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში „შვილი“ სიტყვებმა. XIII საუკუნიდან აღმოსავლეთ საქართველოში ჩნდება გვარები: ჯავახიშვილი, არსლანიშვილი. ძე ან შვილი მიგვანიშნებდა, თუ ვისი შვილი იყო, ვისი ძე იყო ესა თუ ის ადამიანი. ეს ტრადიცია განსაკუთრებით XVII-XVIII საუკუნეებში იყო გავრცელებული. სულხანას შვილი გახდა სულხანიშვილი, თევდორეს შვილი - თევდორაშვილი და ა.შ.

გვარების წარმოშობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა. ჩვენი მეზობელი რუსეთი რომ ავიღოთ, იქ გვარები მხოლოდ XVI საუკუნიდან იხსენიება, სხვა ქვეყნებში XI-XII საუკუნეებშიც არსებობდა.

რაც შეეხება სახელებს. ჩვენი სახელებიც უძველესი დროიდან მოდის. მაგალითად, ერთ-ერთი უძველესი სახელია მახარე, საიდანაც მოდის გვარები მახარაშვილი, მახარაძე. ქართველი კაცისათვის სახელს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ტრადიციულად, ქართველები ბავშვებს ბაბუის სახელს არქმევდნენ და ამით წინაპრების პატივისცემას გამოხატავდნენ. ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ საქართველოში დაიწყეს წმინდანთა სახელების დარქმევა. ასე შემოვიდა ქართულში სხვადასხვა წარმოშობის სახელები: ნინო, გიორგი, ირაკლი, თეკლე, დავითი, თამარი და სხვ. ამ ახლადშემოსული სახელებიდან შემდგომში ახალი გვარები გაჩნდა. გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ საქართველოში დაახლოებით 25 ათასი გვარი იქნება და მათ შორის ნახევარზე მეტი საეკლესიო სახელებიდანაა წარმომდგარი: გიორგაძე, ანდრიაშვილი, ნიკოლოზიშვილი, თამარაშვილი, იოსებიძე, პეტრიაშვილი და ა.შ.

გვარიშვილობა დაკავშირებულია აგრეთვე ეროვნებასთან. ქართველი კაცი თავის გვარს, ჯიშსა და გენს წმინდად მიიჩნევს და მისი შეუბღალავად შენარჩუნებისათვის მრავალჯერ გაუწირავს თავი.

გამოყენებული ლიტერატურა:
ჟურნალი „დედაეკლესია“, №11(13), 2005

*ტოპონიმი - რომელიმე ადგილის გეოგრაფიული სახელწოდება
შესული

,,ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი. ”
khatuna
Newbie


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 32



« პასუხი #140 ჩართულია: February 18, 2009, 04:55:12 AM »

ხათუნა სადაური სახელია? ნიკოლოზი?  ზურაბი? და რას ნიშნავს?  ზურაშვილზე თუ გსმენიათ რამე საიდან წარმოიშვა?
შესული
khatuna
Newbie


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 32



« პასუხი #141 ჩართულია: February 18, 2009, 04:55:32 AM »

ზედელაშვილი?
შესული
ano_ano
Sr. Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 354


:D


« პასუხი #142 ჩართულია: February 18, 2009, 06:00:47 AM »

მე ვიცი რომ ჩემი სახელი ანა - არის ძველ ებრაული და ნიშნავს "სასურველს" "სანდომიანს" ანა ერქვა ღვთისმშობლის დედას და ერთ-ერთ მოწამეს.
რაც შეეხება ჩემს გვარს ხუბერაშვილი - ერთი რაც ვიცი რომ ჩემი წინაპრები 1820-იან წლებში ჩამოვიდნენ რამდენიმე შტოთ მცხეთაში და მას მერე იქ სახლობენ, ისე კი გვარი მგონი (ერთ-ერთი ცნობით) სამეგრელოდანაა "ხუბერის" მთას თუ დავუკავშირებთ Cheesy რავიცი რავიცი
ანასტასიას რაც შეეხება ეს ბერძნულიდანაა და აღდგომას ნიშნავს - ანასტასი - ანასტასია.
ისე უამრავი სახელია ბერძნულიდან
შესული

aleqsandre
Sr. Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 567



« პასუხი #143 ჩართულია: February 18, 2009, 12:49:22 PM »

ხათუნა სადაური სახელია? ნიკოლოზი?  ზურაბი? და რას ნიშნავს?  ზურაშვილზე თუ გსმენიათ რამე საიდან წარმოიშვა?
ხათუნა - ხსენება ყოველთა წმ. 24.12

ნიკოლოზი - ხალხის მძლეველი (ბერძ.)  ხსენება:
იაპონელი, მთავარეპ. მოც. სწორი; 16.02
კათალიკოსი; 2.02; (3.03)
მირონ-ლუკიის მთავარეპ. საკვირველთმოქმ. 22.05; 19.12
სებასტიელი, მოწამე; 22.03
სლავი, სქემმონაზონი; 6.01
სტუდიელი, იღუმენი, აღმს. 17.02
ქართველი (დვალი), მოწამე; 25.02
ქართველთა მნათობი, აკოლოთიათა აღმწერელი, ღირ. 16.11

ზურაბი - ხსენება ყოველთა წმ. 24.12

მეტი ინფორმაცია არ მაქვს.
შესული
khatuna
Newbie


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 32



« პასუხი #144 ჩართულია: February 18, 2009, 05:36:44 PM »

მადლობთ ალექსანდრე

 Smiley
შესული
givilo
Newbie


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 1


« პასუხი #145 ჩართულია: March 25, 2009, 06:54:01 PM »

გამარჯობათ, რომ გადავათვალიერე საინტერესო თემებზე საუბრობთ,, თუ შეგიდძლიათ რომ გვარი- გურგენიძე მითხრათ საიდან მოდის და მოკლედ წარმომავლობა
შესული
ninuka
Hero Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 6014



« პასუხი #146 ჩართულია: March 27, 2009, 07:46:44 AM »

გურგენიძე - ბუგეული, გორისუბანი, თლუღი, მიქარწმინდა, ნიკორწმინდა, სადმელი, ცახი, ჭელიაღელე, ხოტევი ...
 
უფრო ვრცლად აი აქ ნახე Smiley 
http://www.geogen.ge/index.php?fr=srch
შესული

გამოდის რომ უფალი უკეთესს გვიმზადებს, ჩვენ კი ვზრახავთ ადამიანურად.
Tamta_ta
Newbie


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 38



« პასუხი #147 ჩართულია: March 28, 2009, 11:04:35 PM »

აი აქ არის წმინდანთა სახელები, მათი ხსენების დღეები და სახელთა მნიშვნელობის განმარტება : )

http://www.orthodox.ge/index.php?id=saxelebi.php
შესული
pacipuca
Newbie


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 2


« პასუხი #148 ჩართულია: March 30, 2009, 04:20:44 PM »

მოგესალმებით ყველას....თუ ვინმეს შეგიძლიათ დამეხმარეთ მაინტერესებს ცჰემი გვარის შესახებ   "გიუნაშვილი"  ან საიტი მიტხარით სად შეიძლება რომ ვნახო მსგავსი ინპორმაცია...გმადლობთ
შესული
ninuka
Hero Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 6014



« პასუხი #149 ჩართულია: March 30, 2009, 06:11:24 PM »

მხოლოდ ეს ვნახე

აი სატი სადაც შედარებით მეტი წერია Smiley
http://www.geogen.ge/index.php?fr=srch

გიუნაშვილი – გამარჯვება, გარიყულა, გორი, დვანი, კარალეთი, მარტყოფი, მცხეთა, ნორიო , რუისი, სასირეთი, სვენეთი, ფლავი, ფლავისმანი, ქარელი, ქვეში, ძლევიჯვარი, ხიდისთავი
გიუნაშვილი - პატარძეული
 
შესული

გამოდის რომ უფალი უკეთესს გვიმზადებს, ჩვენ კი ვზრახავთ ადამიანურად.
გვერდები: 1 ... 8 9 [10] 11
  დაბეჭდვა  
 
გადახტომა:  

Powered by MySQL Powered by PHP Powered by SMF 1.1.2 | SMF © 2006-2007, Simple Machines LLC Valid XHTML 1.0! Valid CSS!