ფორუმი
November 22, 2014, 09:58:07 AM *
გამარჯობათ, სტუმარო. გთხოვთ შემოხვიდეთ ან დარეგისტრირდეთ.
Did you miss your activation email?

შესვლა პაროლით, სახელით და სესიის ხანგრძლივობით
სიახლე:
 
   Iveria.org.ge   ძებნა შესვლა რეგისტრაცია  
გვერდები: [1] 2
  დაბეჭდვა  
ავტორი თემა: † წმინდა სინოდი  (წაკითხვების 6636 რაოდენობა)
თერალ ი
Hero Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 5790



« ჩართულია: March 01, 2009, 08:31:13 PM »

ნელ - ნელა შევავსოთ ეს თემა



tamuna okropiridze-ს დიდი მადლობა, მასალების მოგროვებისათვის
სურათები გადმოვაკოპირე odnoklassniki.ru ფორუმიდან  "მართლმადიდებლები:Православие :"



უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში. კათოლიკოს-პატრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის რაიონიდან იყვნენ: მამა _ გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი _ სოფელ სნოდან, დედა _ ნატალია იოსების ასული კობაიძე კი _ სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ქ. ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლეს II პატივსაცემად ირაკლი უწოდეს.
1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშ. სკოლა და ჩააბარა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში.
1957 წელს სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ილია წინასწარმეტყველის საპატივცემულოდ ილია ეწოდა. მალე იგი ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, 1959 წელს კი _ მღვდელ-მონოზვნად.
მღვდელ-მონოზონმა ილიამ 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. მას სთხოვეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა, მაგრამ სასულიერო კადრების სიმცირის გამო, სამშობლოში დაბრუნდა და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად. ერთგული მოღვაწეობისათვის იგი 1961 წელს აღყვანილ იქნა იღუმენის, შემდეგ კი არქიმანდრიტის ხარისხში; ხოლო 1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II მიერ ხელდასხმულ იქნა შემოქმედის ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად. 1963 წლიდან 1972 წლამდე იგი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის _ იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის _ პირველი რექტორი.
1967 წელს ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1977 წლის 9 ნოემბერს კი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V გარდაცვალების შემდეგ წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400წწ).
1978-1983 წწ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. იგი დაჯილდოვებულია მსოფლიოს სა-პატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის პატრიარქების, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს მისი უწმიდესობა კრეტის სასულიერო აკადემიამ თავის საპატიო წევრად აირჩია. ამ წელსვე იგი არჩეულ იქნა გაეროსთან არსებულ ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად; 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა.
1988 წელს უწმიდესისა და უნეტარესის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები, ხულოში სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია, გიმნაზიები დაარსდა თბილისში, ბათუმში, ზესტაფონში... საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია.
უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები და წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი, დაარსდა გაზეთები. მისი ინიციატივით საპატრიარქოსთან შეიქმნა ხუროთმოძღვრების ცენტრი, ხალხური რეწვის და მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, საგამომცემლო და სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრი, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილება, ასევე საგარეო და საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, საინფორმაციო სამსახური, ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ცენტრი "ძლევაი", ჰუმანიტარული სამსახური, მომლოცველობის სამსახური და სხვა.
ამ ოცი წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 33-მდე გაიზარდა, მონასტრებისა _ 53-მდე, სასულიერო პირთა _ 1000-მდე. მოხდა კანონიზირება ახალი წმინდანებისა. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის _ წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.

ეს ყველაფერი არის მცირე ნაწილი იმისა, რაც განხორციელდა მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევითა და ძალისხმევით.

gevision.tv-ს ფილმი (ქართულადაა)
http://gevision.tv/documents/patriarqi.html

Солнечная ночь. О грузинском патриархе Илии II (რუსულადაა)
ftp://ftp.predanie.ru/video/filmy_o_svjatyh_i_pravednikah/Solnechnaya_noch.wmv
« ბოლო შესწორება: March 01, 2009, 09:59:17 PM თერალ ი » შესული
დავითი
Global Moderator
Hero Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 13677



« პასუხი #1 ჩართულია: March 01, 2009, 09:26:51 PM »

კი, მე მაქვს.
ოღონდ დღეს საღამოსთვის იყოს რა
შესული
დავითი
Global Moderator
Hero Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 13677



« პასუხი #2 ჩართულია: March 01, 2009, 10:30:13 PM »

აი აქ კითხება სახელები
http://www.link.ge/file/220102/IMG-4960.jpg.html
შესული
ლეონმა ჰრქუა ეჰჰჰ...
Hero Member


გაფრთხილება -4
Offline Offline

პოსტები: 3947


ეგზორცისტი


« პასუხი #3 ჩართულია: March 02, 2009, 08:12:03 AM »

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ეპარქიები და მათი მღვდელმთავრები.

1.   მცხეთა-თბილისის ეპარქია (ქალაქი თბილისი თავის რაიონებით, ქალაქი მცხეთა მისი სოფლების წილკნის, მუხრანისა და საგურამოს გარდა, გარდაბნის რაიონი და ბიჭვინთა) – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ილია II. კათედრა და რეზიდენცია მცხეთაში, თბილისსა და ბიჭვინთაში.
2.   ალავერდის ეპარქია (ქალაქ თელავი და ახმეტა თავისი რაიონებით) – მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე). კათედრა ალავერდში, რეზიდენცია ალავერდსა და თელავში.
3.   ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია (ქალაქი ახალციხე, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის რაიონები, ტაო-კლარჯეთი) – მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე). კათედრა და რეზიდენცია ახალციხესა და საფარაში.
4.   ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია (ქალაქ ახალქალაქი, ახალქალაქისა და ნინოწმიდის რაიონები) - მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი). კათედრა ახალქალაქსა და კუმურდოში, რეზიდენცია ახალქალაქსა და ნინოწმიდაში.
5.   ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია (ქალაქი ბათუმი, ქალაქი ქობულეთი, ქონულეთისა და ხელვაჩაურის რაიონები, ლაზეთი) – მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი). Kკათედრა ბათუმში, რეზიდენცია ბათუმსა და ქობულეთში.
6.   ბოდბის ეპარქია (ქალაქ სიღნაღი, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონები) – მთავარეპისკოპოსი დავითი (ტიკარაძე). კათედრა ბოდბეში. რეზიდენცია ბოდბეში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში.
7.   ბოლნისის ეპარქია (ქალაქი ბოლნისი, ბოლნისის რაიონი) – ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე). კათედრა და რეზიდენცია ბოლნისში.
8.   ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია (ქალაქი ბორჯომი და ბორჯომის რაიონები) – მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა). კათედრა და რეზიდენცია ბორჯომში.
9.   გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია – ეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა). კათედრა და რეზიდენცია გურჯაანში.
10.    დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქია – ეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული). კათედრა და რეზიდენცია დმანისში.
11.   ვანისა და ბაღდათის ეპარქია (ქალაქი ვანი, ვანისა და ბაღდათის რაიონები) – მთავარეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია). კატედრა ბაღდათში, რეზიდენცია ვანსა და ბაღდათში.
12.   ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია (ქალაქი ზუგდიდი, ქალაქი წალენჯიხა, ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონები) – მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე). კათედრა ზუგდიდსა და ცაისში. რეზიდენცია ზუგდიდსა და წალენჯიხაში.   
13. თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია - მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი). კათედრა და რეზიდენცია თიანეთში.
14. მანგლისისა და წალკის ეპარქია (ქ. თეთრიწყარო, ქ. წალკა, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონები) - მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე). კათედრა და რეზიდენცია მანგლისსა და წალკაში.
15. მარგვეთის ეპარქია (ქ. ზესტაფონი, ზესტაფონისა და ხარაგაულის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი ვახტანგი (ახვლედიანი). კათედრა ზესტაფონში, რეზიდენცია ზესტაფონსა და ხარაგაულში.
16. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია (ქ. მესტია და მესტიის რაიონი) - ეპისკოპოსი ილარიონი (ქიტიაშვილი). კათედრა და რეზიდენცია მესტიაში.
17. ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია (ქ. ყვარელი, ქ. ლაგოდეხი, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონები, საინგილო) - მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი). კათედრა ნეკრესსა და ყვარელში, რეზიდენცია ყვარელში, ლაგოდეხსა და კახში.
18. ნიკორწმინდის ეპარქია (ქ. ამბროლაური, ქ. ონი, ონისა და ამბროლაურის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი ელისე (ჯოხაძე). კათედრა ნიკორწმინდაში, რეზიდენცია ამბროლაურსა და ონში.
19. ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქია - ეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე). კათედრა და რეზიდენცია ნინოწმინდასა და საგარეჯოში.
20. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია (ქ. ცხინვალი, ცხინვალის, ახალგორის, ჯავისა და ზნაურის რაიონები) - მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია). კათედრა და რეზიდენცია ნიქოზში, ცხინვალში, ჯავასა და ახალგორში.
21. რუსთავისა და მარნეულის ეპარქია (ქ. რუსთავი, ქ. მარნეული, მარნეულის რაიონი) - მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი). კათედრა რუსთავში, რეზიდენცია რუსთავსა და მარნეულში.
22. სამთავისისა და გორის ეპარქია (ქ. გორი, ქ. კასპი, გორისა და კასპის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა). კათედრა და რეზიდენცია სამთავისში, გორსა და კასპში.
23. სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია - ეპისკოპოსი შიო (მუჯირი). კათედრა და რეზიდენცია სენაკსა და ჩხოროწყუში.
24. სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია (ქ. ყაზბეგი და ყაზბეგის რაიონი) - ეპისკოპოსი იეგუდიელი (ტაბატაძე). კათედრა და რეზიდენცია ყაზბეგში.
25. სხალთის ეპარქია (ქედას, შუახევისა და ხულოს რაიონები) - ეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე). კათედრა და რეზიდენცია სხალთაში.
26. ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია (ქ. ტყიბული, ტყიბულისა და თერჯოლის რაიონები) - მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე). კათედრა თერჯოლაში, რეზიდენცია თერჯოლასა და ტყიბულში.
27. ურბნისისა და რუისის ეპარქია (ქ. ხაშური, ქ. ქარელი, ხაშურისა და ქარელის რაიონები) - მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი). კათედრა ურბნისში, რუისსა და ხაშურში, რეზიდენცია ხაშურში.
28. ფოთისა და ხობის ეპარქია (ქ. ფოთი, ქ. ხობი, ხობის რაიონი) - მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). კათედრა ფოთში, რეზიდენცია ფოთსა და ხობში.
29. ქუთაის-გაენათის ეპარქია (ქ. ქუთაისი, წყალტუბოს რაიონი) - მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი). კათედრა და რეზიდენცია ქუთაისსა და გელათში.
30. შემოქმედის ეპარქია (ქ. ოზურგეთი, ქ. ლანჩხუთი, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონები) - მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე). კათედრა შემოქმედსა და ოზურგეთში, რეზიდენცია ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში.
31. ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია (ქ. ცაგერი, ცაგერისა და ლენტეხის რაიონები) - ეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი). კათედრა ცაგერში, რეზიდენცია ცაგერსა და ლენტეხში.
32. ცურტავის ეპარქია - ეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი)
33. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია (ქ. სოხუმი, ქ. ოჩამჩირე, ქ. გუდაუთა, ქ. გალი, ქ. გაგრა, სოხუმის, გალის, გულრიფშის, ოჩამჩირის, გაგრისა და გუდაუთის რაიონები) - მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი). კათედრა სოხუმსა და ახალ ათონში, რეზიდენცია სოხუმში, გუდაუთასა და გაგრაში.
34. წილკნისა და დუშეთის ეპარქია (ქ. დუშეთი, ქ. თიანეთი, დუშეთისა და თიანეთის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი). კათედრა წილკანში, რეზიდენცია წილკანში, დუშეთსა და თიანეთში.
35. ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია (ჭიათურისა და საჩხერის რაიონები) - დროებით მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი). კათედრა ჭიათურაში, რეზიდენცია ჭიათურასა და საჩხერეში.
36. ჭყონდიდის ეპარქია (ქ. აბაშა, ქ. მარტვილი, აბაშისა და ჩხოროწყუს რაიონები) - მთავარეპისკოპოსი პეტრე (ცაავა). კათედრა მარტვილში, რეზიდენცია მარტვილსა და აბაშაში.
37. ხონისა და სამტრედიის ეპარქია (ქ. სამტრედია, ქ. ხონი, სამტრედიისა და ხონის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი საბა (გიგიბერია). კათედრა ხონში, რეზიდენცია ხონსა და სამტრედიაში.
38. დასავლეთ ევროპის ეპარქია - მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია).
შესული

ლეონმა ჰრქუა ეჰჰჰ...
Hero Member


გაფრთხილება -4
Offline Offline

პოსტები: 3947


ეგზორცისტი


« პასუხი #4 ჩართულია: March 02, 2009, 08:13:42 AM »

ესეც ცალკე სინოდი...


სინოდის თავმჯდომარე – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II[/b]
1.   მაღალყოვლადუსამღვდელოესი ათანასე, მიტროპოლიტი რუსთავისა და მარნეულისა.
2.   მაღალყოვლადუსამღვდელოესი კალისტრატე, მიტროპოლიტი ქუთათელ-გაენათელი.
3.   მაღალყოვლადუსამღვდელოესი ანანია, მიტროპოლიტი მანგლისისა და წალკისა.
4.   მაღალყოვლადუსამღვდელოესი გიორგი, მიტროპოლიტი ტყიბულისა და თერჯოლისა.
5.   მაღალყოვლადუსამღვდელოესი იობი, მიტროპოლიტი ურბნისისა და რუისისა.
6.   მაღალყოვლადუსამღვდელოესი დანიელი, მიტროპოლიტი ცხუმ-აფხაზეთისა.
7.   მაღალყოვლადუსამღვდელოესი დავითი, მიტროპოლიტი ამბა ალავერდელი.
8.   მაღალყოვლადუსამღვდელოესი აბრაამი, მიტროპოლიტი დასავლეთ ევროპისა.
9.   მაღალყოვლადუსამღვდელოესი სერგი, მიტროპოლიტი ნეკრესისა და ჰერეთისა.
10.   მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოსები, მიტროპოლიტი შემოქმედელი.
11.   მაღალყოვლადუსამღვდელოესი ისაია, მიტროპოლიტი ნიქოზისა და ცხინვალისა.
12.   მაღალყოვლადუსამღვდელოესი ელისე, მიტროპოლიტი ნიკორწმიდელი.
13.   მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი, მიტროპოლიტი ფოთისა და ხობისა.
14.   მაღალყოვლადუსამღვდელოესი ნიკოლოზი, მიტროპოლიტი ახალქალაქისა და კუმურდოსი.
15.   მაღალყოვლადუსამღვდელოესი თეოდორე, მიტროპოლიტი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის. (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი).
16.   მაღალყოვლადუსამღვდელოესი საბა, მიტროპოლიტი ხონისა და სამტრედიისა.
17.   მაღალყოვლადუსამღვდელოესი დიმიტრი, მიტროპოლიტი ბათუმისა და ლაზეთისა.
18.   მაღალყოვლადუსამღვდელოესი გერასიმე, მიტროპოლიტი ზუგდიდისა და ცაიშისა.
19.   მაღალყოვლადუსამღვდელოესი თადეოზი, მთავარეპისკოპოსი თიანეთისა და ფშავ ხევსურეთისა.
20.   მაღალყოვლადუსამღვდელოესი ვახტანგი, მთავარეპისკოპოსი მარგვეთისა.
21.   მაღალყოვლადუსამღვდელოესი ზოსიმე, წილკნისა და დუშეთისა.
22.   მაღალყოვლადუსამღვდელოესი სერაფიმე, მთავარეპისკოპოსი ბორჯომისა და ბაკურიანისა.
23.   მაღალყოვლადუსამღვდელოესი ანტონი, მთავარეპისკოპოსი ვანისა და ბაღდათისა.
24.   მაღალყოვლადუსამღვდელოესი დავითი, მთავარეპისკოპოსი ბოდბელი.
25.   მაღალყოვლადუსამღვდელოესი ანდრია, მთავარეპისკოპოსი სამთავისისა და გორისა.
26.   მაღალყოვლადუსამღვდელოესი პეტრე, მთავარეპისკოპოსი ჭყონდიდისა.
27.   ყოვლადუსამღდელოესი სტეფანე, ეპისკოპოსი ცაგერისა და ლენტეხისა.
28.   ყოვლადუსამღდელოესი ილარიონი, ეპისკოპოსი მესტიისა და ზემო სვანეთისა.
29.   ყოვლადუსამღდელოესი ექვთიმე, ეპისკოპოსი გურჯაანისა და ველისციხისა.
30.   ყოვლადუსამღდელოესი ლუკა, ეპისკოპოსი ნინოწმიდისა და საგარეჯოსი.
31.   ყოვლადუსამღდელოესი ზენონი, ეპისკოპოსი დმანისისა და ლორე-ტაშირისა.
32.   ყოვლადუსამღდელოესი იეგუდიელი, ეპისკოპოსი სტეფანწმიდისა და ხევისა.
33.   ყოვლადუსამღდელოესი შიო, ეპისკოპოსი სენაკისა და ჩხოროწყუსი.
34.   ყოვლადუსამღდელოესი სპირიდონი, ეპისკოპოსი სხალთისა.
35.   ყოვლადუსამღდელოესი ეფრემი, ეპისკოპოსი ბოლნისისა.
36.   ყოვლადუსამღდელოესი იოანე, ეპისკოპოსი ცურტავისა.
შესული

ლეონმა ჰრქუა ეჰჰჰ...
Hero Member


გაფრთხილება -4
Offline Offline

პოსტები: 3947


ეგზორცისტი


« პასუხი #5 ჩართულია: March 02, 2009, 08:14:59 AM »

თერალ არ გვინდა რა სხვა საიტებიდან გადმოკოპირებები, ძალიან ბევრი ინფორმაციის მოგროვება შეგვიძლია ჩვენთვითონვე.
შესული

aleqsandre
Sr. Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 567



« პასუხი #6 ჩართულია: March 02, 2009, 09:44:47 AM »

საქართველოს ყველა პატრიარქის სახელები და მოვაწეობის წლების დაწერაც კარგი იქნებოდა.
შესული
თერალ ი
Hero Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 5790



« პასუხი #7 ჩართულია: March 02, 2009, 11:43:18 AM »

თერალ არ გვინდა რა სხვა საიტებიდან გადმოკოპირებები, ძალიან ბევრი ინფორმაციის მოგროვება შეგვიძლია ჩვენთვითონვე.


ლეონ
გაიხარე, მაგრად მომეწონა , თან ანბაურად რო გაქვს დალაგებული , აკადემიურია  Wink
ამას აუცილებლად უნდა დაუმატოთ მოკლე ბიოგრაფიები. 

ალექსანდრე
ეგ იდეაც კარგია , სადღაც მაქვს ეგ სიაც, ვიპოვი.
საღამოს დრო უფრო მეტი მექნება ჯერ ბიოგრაფიების დადებას ვაპირებ სურათებით,

მერე ძველი პარტრიარქების და ექზარქოსების სიას .

აი ეგზარქოსების ბიოგრაფიები, მე არსად არ მინახია , ეს მართლა კაი იქნებოდა 

ჩემი წინა, უაზრო პოსტები წავშალე.
« ბოლო შესწორება: March 02, 2009, 11:55:36 AM თერალ ი » შესული
ლეონმა ჰრქუა ეჰჰჰ...
Hero Member


გაფრთხილება -4
Offline Offline

პოსტები: 3947


ეგზორცისტი


« პასუხი #8 ჩართულია: March 02, 2009, 04:16:09 PM »

პირველი ანბანურადაა, მეორე კი იერარქიის მიხედვითაა. მაგალითად ათანასეს აქვს ორი პანაღია და ამიტომაც არის პირველი, კალისტრატეს - ბრილიანტის ჯვარი, ამიტომაა მეორე და ა.შ.
ბიოგრაფიები არ მაქ მე. ეს სამღვდელმსახურო კალენდრიდან ამოვწერე.
შესული

თერალ ი
Hero Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 5790



« პასუხი #9 ჩართულია: March 02, 2009, 04:41:23 PM »

პირველი ანბანურადაა, მეორე კი იერარქიის მიხედვითაა. მაგალითად ათანასეს აქვს ორი პანაღია და ამიტომაც არის პირველი, კალისტრატეს - ბრილიანტის ჯვარი, ამიტომაა მეორე და ა.შ.
ბიოგრაფიები არ მაქ მე. ეს სამღვდელმსახურო კალენდრიდან ამოვწერე.

ბიოგრაფიები მე მაქვს , იმ საიტიდან
პანაღეას და ბრილიანტის ჯვარის მნიშვნელობას, აქვე თუ განვმართავთ კაი იქნება
შესული
ლეონმა ჰრქუა ეჰჰჰ...
Hero Member


გაფრთხილება -4
Offline Offline

პოსტები: 3947


ეგზორცისტი


« პასუხი #10 ჩართულია: March 02, 2009, 04:43:31 PM »

პირველი ანბანურადაა, მეორე კი იერარქიის მიხედვითაა. მაგალითად ათანასეს აქვს ორი პანაღია და ამიტომაც არის პირველი, კალისტრატეს - ბრილიანტის ჯვარი, ამიტომაა მეორე და ა.შ.
ბიოგრაფიები არ მაქ მე. ეს სამღვდელმსახურო კალენდრიდან ამოვწერე.

ბიოგრაფიები მე მაქვს , იმ საიტიდან
პანაღეას და ბრილიანტის ჯვარის მნიშვნელობას, აქვე თუ განვმართავთ კაი იქნება
როგორც წესი ეპისკოპოსებთან არ ვმსახურობ ხოლმე, ამიტომ მათი ჯილდოებიც არ ვიცი კარგად.
ისე კი
მეორე პანაღია არის უმაღლესი ჯილდო მიტროპოლიტისთვის.
მასზე დაბლა დგას ბრილიანტისჯვრიანი მიტროპოლიტი.
ამის დაბლა კი მგონი აღარც არის ჯილდო. ზუსტად არ ვიცი.
შესული

თერალ ი
Hero Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 5790



« პასუხი #11 ჩართულია: March 02, 2009, 05:09:09 PM »

Солнечная ночь. О грузинском патриархе Илии II (რუსულადაა)
ftp://ftp.predanie.ru/video/filmy_o_svjatyh_i_pravednikah/Solnechnaya_noch.wmv

მგონი ამ ფილმშიც უნდა იყოს სახელის დარქმევის დეტალები.
შესული
ლეონმა ჰრქუა ეჰჰჰ...
Hero Member


გაფრთხილება -4
Offline Offline

პოსტები: 3947


ეგზორცისტი


« პასუხი #12 ჩართულია: March 02, 2009, 05:39:38 PM »

არ ხსნის ჩემთან მაგ ლინკს. რაო რას ამბობენ მანდ?
პატრიარქს სახელს არ არქმევენ. მას ბერობის სახელით უტარებენ ინტრონიზაციას.
შესული

lila
Sr. Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 497


ჩემი სიცოცხლე


« პასუხი #13 ჩართულია: March 16, 2009, 05:57:55 AM »

გაიხარეთ, კარგი თემაა თერალ და საჭირო ინფორმაციები ლეონ. იერარქიას პატივი უნდა,პატივი რომ სცე, უნდა იცნობდე.ღმერთმა გიშველოთ ყველა კარგ საქმეში.ამინ.
შესული
aleqsandre
Sr. Member


გაფრთხილება 0
Offline Offline

პოსტები: 567



« პასუხი #14 ჩართულია: May 13, 2009, 08:16:03 PM »

ილია II

ანდრია

ანტონი

დავითი

დიმიტრი

ეფრემი

ელისე

ექვთიმე

გერასიმე

გრიგოლი

იეგუდიელი

ილარიონი

იოსები

ისაია

ლუკა

მეუფე ათანასე

მეუფე კალისტრატე

მიტროპოლიტი დანიელი

მიტროპოლიტი გიორგი

მიტროპოლიტი აბრაამი

მიტროპოლიტი ანანია

მიტროპოლიტი დავითი

მიტროპოლიტი იობი

მიტროპოლიტი სერგი

მთავარეპისკოპოსი თადეოზი

მთავარეპისკოპოსი ვახტანგი

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე

ნიკოლოზი

პეტრე

საბა

სერაფიმე

შიო

სპირიდონი

სტეფანე

თეოდორე

ზენონი



« ბოლო შესწორება: May 13, 2009, 08:43:50 PM aleqsandre » შესული
გვერდები: [1] 2
  დაბეჭდვა  
 
გადახტომა:  

Powered by MySQL Powered by PHP Powered by SMF 1.1.2 | SMF © 2006-2007, Simple Machines LLC Valid XHTML 1.0! Valid CSS!